|
2020-12-24 15:56:56, 671 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებას ძალიან დატვირთული რეფორმატორული დღის წესრიგი აქვს. მისი თქმით, ეკონომიკის ნაწილში ძალიან ბევრი რეფორმა მიმდინარეობს ან იგეგმება. „ეს არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მეტ ინვესტორს მოიზიდავს და მეტ ინვესტიციას მოგვიტანს, შესაბამისად, მეტ დასაქმებას შექმნის; ეს არის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდა და ბევრი დღეს გაჩერებული სახელმწიფო აქტივის დაჩქარებული პრივატიზება, რაც ისევ და ისევ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის; ეს არის წიაღისეულის მოპოვების სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რეფორმა იმისთვის, რომ ის წიაღი, რომელიც დღესდღეობით ჯერ კიდევ ნედლეულის სახით გადის ექსპორტზე, ადგილზე მეტად გადამუშავდეს და ისევ და ისევ სამუშაო ადგილები შეიქმნება", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე მომავალი, 2021 წლიდან დაიწყება. „ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილება და რეფორმა არის დაგეგმილი, რომლებიც ახლა, პირველ რიგში, დაგვაძლევინებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყება. და, რა თქმა უნდა, 2024 წლამდე დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გაბედული განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)