|
2020-12-24 14:38:08, 1240 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ და Visa-ს ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად
„თიბისი“ და Visa პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ ბენეფიციარ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას თავაზობს. 24 დეკემბრიდან, ყველას, ვინც გააკეთებს ვიზა ბარათით შენაძენს ამ პროექტით შექმნილ ონლაინ მაღაზიებში - თანხის 25 % უკან დაუბრუნდება. „ქეშბექის“ აქცია შეეხება Visa-ს ბარათით განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას. თიბისის და Visa-ს ინიციატივით, პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზიიის“ ფარგლებში 100 - ზე მეტი ონლაინ მაღაზია შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესებს გაყიდვების ახალი არხების ათვისებაში. პროექტის ბენეფიციარები ძირითადად სტარტაპები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები არიან. ერთის მხრივ, აქციის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ბიზნესებს, რომ მათ საახალწლო ფასდაკლება შესთავაზონ მომხმარებელს „ქეშბექის“ სახით, ხოლო მეორეს მხრივ, ამით მოხდება ონლაინ ვაჭრობის წახალისება. აქცია დაეხმარება ონლაინ მაღაზიებს ცნობადობის გაზრდაში და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაში. „ქეშბექის“ აქციაში 100-მდე მაღაზის ჩართვა იგეგმება, რაც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ონლაინ მაღაზიების ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე https://shoptbcbusiness.ge/projects, ასევე, თიბისი ბიზნესის სოციალურ ქსელში. მაღაზიების სია კი, ყოველდღიურად ახლდება. თანხის უკან დაბრუნების აქციით სარგებლობა მომხმარებლებს 14 იანვრამდე შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)