|
2020-12-24 11:08:10, 498 ნახვა
საზოგადოება
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიდნენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პირობა ამოქმედდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულ საწარმოებს საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიანი კრედიტის მიღება შეეძლოთ არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და გადამუშავების მიზნობრიობით. გაცემული თანხის ოდენობა 8,600,000 ლარს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)