|
2020-12-23 18:30:42, 571 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით არიან მსჯავრდებულები ინფიცირებულები და პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას მალავს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. არც ქსანში არსებულ არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში (N15 და N10 დაწესებულებები) და არც სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა (იქნება ეს მაღალი ტემპერატურა, თუ ნებისმიერი სეჭვო სიმპტომი) მოწმდება და დღემდე covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, ხოლო ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახური ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებს, როგორც მოიქცა ვირუსის საკარანტინო სივრცეში გამოვლენის შემთხვევაში. პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა პატიმრების და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)