|
2020-12-23 14:49:10, 1096 ნახვა
ეკონომიკა
m² დეველოპმენტი „ლიბერთი“ ბანკის პარტნიორი გახდა
„ლიბერთი“ ბანკსა და m² დეველოპმენტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, „ლიბერთის“ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება „m³ საბურთალოს“ III ფაზის სპეციალური შეთავაზება. შეთავაზებით სარგებლობისას, „m³ საბურთალოს“ III ფაზაში ბინის ერთიანი გადახდით შეძენისას 1კვ.მ 1,990 ₾ (600$-ის ექვივალენტი) ეღირება. ფასდაკლება გავრცელდება პირველ 50 ბინაზე. თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებელს შეეძლება „m³ საბურთალო”-ში ბინის შეძენა როგორც იპოთეკის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით (წლის ბოლომდე), ასევე სტანდარტული იპოთეკური სესხის გაუმჯობესებული პირობებით. იპოთეკურ სესხზე განაცხადის შევსება მარტივად, ლიბერთის ვებ გვერდიდან არის შესაძლებელი: libertybank.ge. „????³ საბურთალო” - თბილისის ცენტრალურ ნაწილში 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. m3 გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გაზარდოთ თქვენი პირადი სივრცე, იცხოვროთ თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც ბინას მთელი უბანი მოჰყვება. m3-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული. უბნის ცენტრალურ ნაწილს პარკი დაიკავებს, რომლის გარშემოც გაშენდება ბულვარი და ველო ბილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სტუმრის მისაღები და საერთო სამუშაო სივრცეები. „გვინდა ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება ისარგებლონ ბაზარზე საუკეთესო პირობებით, ამიტომ m²-თან პარტნიორობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. 31 დეკემბრამდე, ბინის შეძენის მსურველებისთვის, ნებისმიერი პარტნიორი დეველოპერის შეთავაზებაზე გავრცელდება იპოთეკის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაც.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი. „მისასალმებელია ლიბერთი ბანკის გააქტიურება იპოთეკური სესხების მიმართულებით და მოხარულები ვართ, რომ მათთვის პირველი მსხვილი პარტნიორი გავხდებით. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ბანკებთან თანამშრომლობის, იპოთეკური დაკრედიტების პროგრამის ფარგლებში და იმედს გამოვთქვამთ რომ ლიბერთი ბანკთანაც გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ორივე მხარეს დიდ წარმატებას მოუტანს“- ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m²-ის გენერალური დირექტორი ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



