|
2020-12-23 12:18:29, 1564 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - კორონავირუსის გავრცელების კუთხით რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს - პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება. როგორც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე ნიშნების გამოჩენიდან ჯარში მკაცრი კონტროლი დაწესდა. „ჯარი იყო ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ამ ბრძოლაში. ამ პროცესში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იყო ჩართული. 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოვაწყვეთ პოლიციასთან ერთად და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებდით ღონისძიებებს“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ამ ღონისძიებებმა ეპიდემიის გავრცელების დიდი პრევენცია მოახდინა. “ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველი ნიშნები შეინიშნა, მაშინვე მყისიერად ძალიან მკაცრი კონტროლი დავაწესეთ, ჯარში იქნებოდა ეს, თითოეულ ბრიგადაში თუ სამხედრო ნაწილში ერთგვარი ფილტრაცია, რაც ჯარისკაცების თერმოსკრინინგს გულისხმობს. ასევე რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ამა თუ იმ პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა, შემოწმება და მკურნალობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გორის ჰოსპიტალი აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, დავიწყეთ ადგილზე ტესტირება. გორის ჰოსპიტალში ვატარებთ PCR ტესტირებას. შესაბამისად, რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს. ამ პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)