|
2020-12-22 14:10:33, 571 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსს ვამარცხებთ, იქამდე ძალიან შორია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უკვე არის ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. „მთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ შემთხვევების მატება აღარ ფიქსირდება ანუ დასტაბილიზირდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა და უკვე მრუდი გადმოიხარა ქვემოთკენ. უკვე არის ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყველა ის რეკომენდაცია, რაც არის ჩვენს მიერ ხშირად გაჟღერებული არის აუცილებლად დასაცავი, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც 24 რიცხვიდან გარკვეულად შემსუბუქება შეეხება სავაჭრო ქსელს. აქედან გამომდინარე, მიზანშეჭონილად ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, არ ჩაითვალოს და არ შევიქმნათ ილუზია იმისა, რომ ჩვენ კორონავირუსულ ინფექციას უკვე ვამარცხებთ - არა, იქამდე ძალიან შორსა ვართ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)