|
2020-12-22 09:47:19, 512 ნახვა
კომენტარი
დავით თვალაბეიშვილი - ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა
21 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკის დიალოგი და ,,საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის" ოფიციალური პრეზენტაცია. აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა საქართველოსთვის" წარმოადგენს ენერგოსექტორის დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც საქართველო შეძლებს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მისაღწევად სწორი პოლიტიკის შემუშავებას. მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს: თანამედროვე, საიმედო ენერგოსერვისებზე წვდომას; ერთიან გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში განახლებადი ენერგიის წილის მნიშვნელოვან ზრდას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა „საქართველოსთვის მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის" სტრატეგიულ მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა დოკუმენტის შექმნის პროცესში მონაწილე მხარეებისადმი შეტანილი წვლილისთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლად ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმართულების გაძლიერება. „ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმპორტირებულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას და მაქსიმალურად გაზრდის განახლებადი ენერგიების წილს მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში, რაც თავის მხრივ ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებასაც მოახდენს", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) აღმასრულებელი მდივნის მოადგილე ქავეჰ ზაჰედი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი მაია მელიქიძე და სხვ. ცნობისთვის, საქართველო აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სრულუფლებიანი წევრია 2000 წლის 25 ივლისიდან.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)