|
2020-12-21 18:05:28, 758 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო
აჭარაში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაეცნო. პირველ ეტაპზე ბათუმის მასშტაბით 5200 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს დახმარებას. ხოლო შემდგომ სასურსათო კალათები გადანაწილდება რეგიონის მასშტაბით. მთავრობის თავმჯდომარის თქმით მსგავსი პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში - ,,დაახლოებით 2 კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფინანსური რესურსი, რომლის მობილიზებაც წლის ბოლოსთვის იყოს შესაძლებელი მოხმარდებოდა სოციალურ საჭიროებებს და დაახლოებით 10 000-მდე ოჯახი წლის ბოლომდე მიიღებს შესაბამის სასურსათო უზრუნველყოფას. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში პროგრამული ხასიათი მიეცემა მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფას და დაემატება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაფართოვოთ ამ მხარდაჭერის არეალი ისე, რომ მოახლოებულ ახალ წელს და შემდგომ პერიოდშიც არცერთი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფო ზრუნვის გარეშე". სასურსათო კალათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს გადაეცემათ მათ შორის 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ამასთანავე, აჭარის მთავრობა დამატებით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოწყვლადი სოციალურ ჯგუფებს სასურსათო კალათების გადასცემს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)