|
2020-12-20 14:06:53, 417 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სფეროში დღეს არსებული ვითარების შესახებ. მოწვეულმა სტუმრებმა, გამოთქვეს სურვილი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს შემოსავლების სამსახურთან, რათა ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდეს ბიზნესისთვის ისეთი აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება როგორიცაა: სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათის დაწესება, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება, მოქალაქეთათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება და სხვა. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, ასევე მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაალ ტყეშელაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ოქროშიძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)