|
2020-12-19 11:10:35, 481 ნახვა
საზოგადოება
2020 წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 14 კედელი მოეწყო
მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი 14 მისამართზე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი სვანეთის ქუჩა N44-ში განხორციელდა, სადაც 20-მეტრიანი კედელი აშენდა, ასევე, დამონტაჟდა ლითონის დამცავი ღობე. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „სვანეთის ქუჩაზე დავასრულეთ ერთ-ერთი რთული კედლის მშენებლობა. აქ იყო ბეტონის ძველი კონსტრუქცია, რომელიც ჩამოიშალა და აუცილებელი გახდა ახალი გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა. რთული რელიეფის და განაშენიანების გამო, ნაძალადევის რაიონში ბევრი მისამართი გვაქვს, სადაც მსგავსი პრობლემებია. პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ლოკაციებს და ამ მიმართულებით წელსაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 128 000 ლარია. 2020 წელს 14 საყრდენი კედლის მშნებელობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 1 000 000 ლარი დახარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)