2020-12-18 17:21:51, 606 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
გოჩა ლორთქიფანიძე 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაერო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის თანამდებობა თეა წულუკიანს ეკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,