|
2020-12-18 13:01:57, 480 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია, თითქოს რუსთავში კოვიდ19-ით გარდაცვლილი პირი სამხედროა, სიცრუეა
ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონავირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი სამხედრო მოსამსახურეა. აღნიშნული პირი არ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არცერთ სამხედრო დანაყოფში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. "ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონავირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი, სამხედრო მოსამსახურეა. აღნიშნული პირი არ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არცერთ სამხედრო დანაყოფში. თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს კოვიდპანდემიის პრევენციისა და მართვის ისეთი ეფექტური მექანიზმები, რაც გამორიცხავს დაინფიცირების შემთხვევაში დაგვიანებულ მკურნალობას. თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები სისტემატიურად გადიან თერმოსკრინინგს, გეგმიურ ტესტირებებს, ხოლო იზოლაციასა და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მყოფი პირები კონტროლდებიან შესაბამისი სამსახურების მიერ. სიმპტომების ნებისმიერი გამოვლენა არის აღრიცხული და ასეთი სიტუაციაში სამხედროები იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ ტესტირება ან/და ხდება გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ისინი უზრუნველყოფილი არიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, ცალკეული ტელევიზიების მიერ ასეთი შინაარსის დეზინფორმაციის გავრცელება არის არსებული სისტემის ეფექტურობის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)