|
2020-12-18 12:29:55, 560 ნახვა
საზოგადოება
ჰანს კლუგე - საქართველოში კოვიდ19-ზე ძლიერი და აქტიური რეაგირებაა, როგორც მეცნიერების, ასევე საზოგადოების მხრიდან
მე ვხედავ, რომ საქართველოში კორონავირუსზე ძალიან კარგი რეაგირებაა და მასში ყველა მხარეა ჩართული, როგორც მეცნიერების, ასევე საზოგადოების, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ბევრი ინოვაციაა ვირუსის მართვის მხრივ, არსებობს კოვიდ სასტუმროები, ბევრ ქვეყანაში კი, სწორედ ამან შექმნა პრობლემა, რადგან პაციენტებს მხოლოდ კლინიკებში მკურნალობდნენ. „ჩემს ვიზიტს საქართველოში, რომელიც პირველია, სამი მიზანი აქვს, პირველი, რომ ვიმუშავოთ ერთად ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან კოვიდ19-ის საკითხებზე, მეორე, რომ შევთანხმდეთ, თუ როგორ ვიმუშავებთ ზოგაად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე და მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმო-ს საქართველოს ოფისის მუშაობა. მინდა მივულოცო ქალბატონ მინისტრს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მაინც გრძელდება საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მე ვხედავ, რომ კოვიდ19-ზე საქართველოში ძალიან კარგი რეაგირებაა და მას, როგორც ქალბატონი მინისტრი და ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, კარგად უძღვება, რადგანაც ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების, ასევე საზოგადოების მხრიდან და ეს მონაწილეობა და ჩართულობა იყო ძლიერი, აქტიური. მე ვნახე მთელი რიგი ინოვაციები, რომლებიც კარგ სამსახურს გაუწევს ქვეყანას ამ მიმართულებით, როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინ კლინიკები, კოვიდ სასტუმროები. ბევრ ქვეყანაში სწორედ ამაშია პრობლემა, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან და ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, თუ არ ვფოკუსირდებით სხვა მიმართულებებით, მაგალითად ისეთებზე, როგორიც კოვიდ სასტუმროებია“, - განაცხადა ჰანს კლუგემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და ის 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)