|
2020-12-18 11:59:43, 589 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება
„შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა. როგორც ის აცხადებს, აღნიშნულს ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით ახორციელებენ. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაამდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით უკავშირდება ელექტრონული მონიტორინგის დაწესების შემოღებას მოძალადის მიმართ, რომლის მიზანია მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ახალი რეგულაციების თანახმად, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით. სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2020 წლის მეორე ნახევარში, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. წელს კოორდინატორებმა 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“, - განაცხადა გომელაურმა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)