|
2020-12-18 11:22:44, 499 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ შეხვედრაში თემაზე „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა - დასაქმების ტენდენციები და სამომავლო ხედვები“ მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ შეხვედრაში თემაზე „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა - დასაქმების ტენდენციები და სამომავლო ხედვები“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ფარგლებში, ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) ორგანიზებით გაიმართა. ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეცვლის სამუშაო ბაზრებს, შესაბამისად, შეხვედრაზე განხილვის საგანი უნარ-ჩვევები და ცირკულარული ეკონომიკის შრომით საქმიანობაც იყო. „ცირკულარული ეკონომიკა აცნობიერებს, რომ ბუნებრივი რესურსები უსასრულო არ არის და მიზნად ისახავს პროდუქციის მასალების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას მიმოქცევაში ხელახალი გამოყენების, შეკეთების, ხელახალი წარმოების, გაზიარების და გადამუშავების გზით. მიუხედავად იმისა, რომ წრიული ეკონომიკის კონცეფცია ძირითადად ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარებაზე, იგი ასევე მოიცავს ნარჩენების „დიზაინის შემუშავების" კონცეფციას, არაგანახლებადი მასალების განახლებადი მასალებით ჩანაცვლებას და ბუნებრივი სისტემების აღდგენას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)