|
2020-12-17 23:03:20, 592 ნახვა
ეკონომიკა
ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ითვალისწინებს ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმების კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი ევროპული დირექტივით განსაზღვრული ყველა მახასიათებლის ნორმის დადგენას. კერძოდ, ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები. ახალი პარამეტრების დამატება ბენზინის ფასზე გავლენას არ მოახდენს. ბენზინის ხარისხისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და გარემოსდაცვითი პარამეტრების ფარგლებში იგი 2017 წლიდან შეესაბამება ევრო 5 სტანდარტს. ამასთანავე, საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. 2016 წლიდან, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს საავტომობილო საწვავის, მათ შორის, ბენზინის ხარისხის მონიტორინგს. 2020 წელს ორ ეტაპად 252 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულ იქნა 301 ბენზინის სინჯი და განისაზღვრა ტყვიის, გოგირდის და ოქტანური რიცხვის მახასიათებლები. ერთეულ შემთხვევებში ოქტანური რიცხვის ნორმის დარღვევის გარდა, სხვა ტიპის დარღვევები არ გამოვლენილა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)