|
2020-12-17 22:55:16, 618 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ გაფრთხილება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ყველა სასტუმროს წერილობითაც დაეგზავნა. „მოდის ახალი წელი. ბუნებრივია, ამისთვის ემზადება ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც - იქ, სადაც შეზღუდვები არ გავრცელდა. მაგრამ ყველას შევახსენებ, ეს განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ეს არის „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის #322 დადგენილება", რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. აქედან გამომდინარე, ნათია თურნავა ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ახალი წლის პერიოდში სტუმრებს მიიღებს, შეახსენებს, რომ მათ მიერ მკაცრად უნდა იქნას დაცული არსებული შეზღუდვები. მინისტრის თქმით, ამ რეგულაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში ვირუსის გავრცელების კუთხით გამოკვეთილი დადებითი ტენდენციის ფონზე. „ეს გაფრთხილება ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს და ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდონ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)