|
2020-12-15 21:46:10, 546 ნახვა
საზოგადოება
საია- შეაჩერონ აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის პროცესი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს თბილისის მერიას, შეაჩერონ აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის პროცესი და გაატარონ მხარდაჭერის პოლიტიკა. "25 ნოემბერს ქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის შეხვედრაზე განაცხადა და მუნიციპალური ინსპექციის უფროსს დაავალა, რომ უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განხორციელდეს. აღნიშნულ შეხვედრაზე მერიას არ წარმოუდგენია ხედვა ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში იქ მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც დიდი ალბათობით აღმოჩნდებიან ქუჩაში. მერიას საჯაროდ არ შეუთავაზებია იქ მცხოვრებთათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. მერიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მიუღებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს COVID-19-ის პანდემია. გლობალური COVID-19 პანდემიის მიერ შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი დამატებითი გამოწვევაა უსახლკარო ადამიანებისთვის. თბილისის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის მთავრობას არ გააჩნია მგრძნობელობა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. ნაცვლად ჰუმანური პოლიტიკის გატარებისა, მერია ამგვარ ნაგებობებში მცხოვრებ პირებს ტოვებს ღია ცის ქვეშ, რაც განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აყენებს მათ. უსახლკარო ადამიანებში ვირუსის გამწვავების ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი უსაფრთხო და სათანადო საცხოვრებლის არარსებობაა. COVID-19-ის სწრაფი გავრცელების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან მიუსაფარი ადამიანები. ქუჩაში ღია ცის ქვეშ ადამიანების დატოვება ზღუდავს მათ წვდომას ჰიგიენისა და სანიტარული საშუალებების, შესაბამისი ჯანდაცვის სერვისებზე. საია მოუწოდებს თბილისის მერიას: შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, რათა იქ მცხოვრები პირები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში ღია ცის ქვეშ. გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა და ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, იქ მცხოვრები პირები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართებით. საქართველოს ხელისუფლებას: COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი. თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. მერიის ზედამხედველობის სამსახური იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ცდილობს, რასაც მოსახლეობა ხელს უშლის." -ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)