|
2020-12-15 17:21:20, 624 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებები გამოწვევებზე მთავრობის სწორმა პასუხებმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა
უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებები გამოწვევებზე მთავრობის სწორმა პასუხებმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის მარტიდანვე დაიწყო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ერთობლივად ჩამოყალიბდა ფისკალური ჩარჩო, რომელსაც ემყარება ქართული ეკონომიკა პანდემიის პერიოდში. „აპრილში წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა სავალუტო ფონდმა. ამის წინაპირობა იყო გასული წლების გამართული ფისკალური პოლიტიკა და სავალუტო ფონდის მხრიდან ხელისუფლებისადმი მაღალი ნდობა. სწორედ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებმა გაგვიხსნა გზა ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიდან საკმაოდ სწრაფი და მოცულობითი მხარდაჭერის მისაღებად. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქართველო პირველ ადგილზეა, პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენს დონორ ორგანიზაციებში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)