|
2020-12-15 14:42:53, 464 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა
2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი (562.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.5%-ით (18.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ანგარიშს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა. „2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (72.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია“, - აცხადებენ სებ-ში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)