|
2020-12-15 10:26:03, 556 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ შეხვედრაში თემაზე „ნარჩენების მართვის სისტემა“ მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ შეხვედრაში თემაზე „ნარჩენების მართვის სისტემა“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის გზები, ნარჩენების მართვის კოდექსის, სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის აღსრულების პროცესი განიხილეს. „ნარჩენების მართვის პოლიტიკის განმსაზღვრელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, აღმსრულებლები კი, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები. მუნიციპალიტეტებმა უნდა დაიწყონ ნარჩენების სეპარაცია, შემდეგ პროცესში უნდა ჩაერთონ კომპანიები, რომლებიც მზად არიან გადაამუშაონ ნარჩენები და მიიღონ ახალი პროდუქტი. ძალიან მნიშვნელოვანია, ნარჩენების ამოღება, ტრანსპორტირება და განთავსება ისე მოხდეს, რომ გარემო არ დაბინძურდეს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ონლაინ შეხვედრაზე, გადამმუშავებელი საწარმოების ასოციაციის წარმომადგენელმა, გიორგი გულიაშვილმა იმ საწარმოებზე ისაუბრა, რომლებიც ქაღალდის, შუშის, პლასტმასის, გამოცვლილი ზეთებისა და საბურავების ნარჩენებს უკვე ამუშავებენ. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ფინანსური მხარდაჭერა უნდა მიიღოს ისეთმა წარმოებამ, რომელიც მწვანე ეკონომიკას და მწვანე სამუშაო ადგილებს ქმნის, მწვანე კონცეფციებსა და უნარჩენო ტექნოლოგიებს ემსახურება. ონლაინ შეხვედრა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)