22:26 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 15:33:51, 781 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი „ისფედზე“ - არ მჯერა, რომ უნებლიეთ გაკეთებულია, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, არ სჯერა, რომ ISFED-ის მიერ უნებლიე შეცდომა იქნა დაშვებული.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს.

„ISFED-ი არის ორგანიზაცია,  ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიეთ გაკეთებული, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა.

თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას ორი ხელით მივესალმები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აქ უნდა მობრძანდეს ქალბატონი ნიჟარაძე, აქ უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და უნდა ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ რიგში, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს „ქართული ოცნებისთვის“ ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო და ეს მათივე ორგანიზაციის შიგნით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ჩატარებულმა აიტი აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება“, -  განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. მათივე ინფორმაციით, საბოლოო შეეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 47.6% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics