|
2020-12-12 13:06:11, 672 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება ISFED-ის განცხადებაზე, რაც რეპუტაციულად აზიანებს ამ ორგანიზაციას
სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება ISFED-ის განცხადებაზე, რაც რეპუტაციულად აზიანებს ამ ორგანიზაციას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ISFED-ი არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი, თუმცა ამ შედეგებზე ბევრი რამ იყო პოლიტიკურად დამყარებული. „სპეკულაციებში არ შევალ, უბრალოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა სანდოობის, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნები დაისვა ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიციის და საზოგადოების განცხადებები, ის, რომ სერიოზული გაყალბება იყო, არ ემყარებოდა მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს. ISFED-ის მონაცემებამდეც წარვადგინეთ იგივე ოქმები უბნებიდან, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებში თითქმის 2/3-ს ეხებოდა, სადაც სერიოზული აცდენები იყო ოქმებში, ხოლო პროპორციულობის ნაწილში 30%-ზე მეტ შემთხვევებში იყო ამ ოქმების სერიოზული აცდენები და დისბალანსი, მხოლოდ ISFED-ზე არ არის დამყარებული ჩვენი განცხადებები, მტკიცებულებები გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა, სერიოზული კითხვები ჩნდება მათ ამ განცხადებაზე. პარალელურ გადათვლაზე მათ ერთი მონაცემი წარადგინეს რამდენიმე კვირის წინ, გუშინ სხვა მონაცემი, რატომ უნდა ვენდოთ, ეს ცოტა გაურკვეველია. კითხვები გვიჩნდება. ISFED-ი არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი, ის არ წყვეტს ამ არჩევნების ბედს. სანდო ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ მას რამე შეიძლება არ შეეშალოს. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას სანდო ორგანიზაციების დასახელებას, აქ წარდგენილი იყო ნიმუში, წესი და არა ისე, რომ მხოლოდ სამი ორგანიზაციისგან უნდა დაკომპლექტდეს. დღეს უბრალოდ ძალიან საეჭვოდ ემთხვევა დროში ეს და იმასაც, თავი დავანებოთ რომ შეეშალათ, რეპუტაციულად მაინც ძალიან სერიოზული კითხვებია. ასეთ საკითხებზე ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, ზუსტად დათვალონ და მერე წარადგინონ შედეგები. ეს ხომ არ არის რაღაც მორიგი პატარა ანგარიში, რომელიც აი, ჩაასწორე და დონორს წარუდგინე, ამაზე ბევრი რამე იყო დამყარებული ასე ვთქვათ, პოლიტიკურად და შესაბამისად, ეს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა და რა თქმა უნდა, შეცდომაც რომ იყოს, ეს რეპუტაციულად აზიანებს პირველ რიგში ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. მათივე ინფორმაციით, საბოლოო შეეგებით, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში ხმების 47.6% მიიღო.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)