2020-12-11 12:31:58, 478 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატების მოხსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.
ოპოზიციური სპექტრი ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღშია შეკრებილი და სამ დოკუმენტს აწერენ ხელს.
პირველი დოკუმენტით ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მათ მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნებს ასახელებენ.
მეორე დოკუმენტით კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარს აცხადებენ საპარლამენტო მანდატებზე და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
მესამე დოკუმენტით კი ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას ე.წ. სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართავენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,