17:23 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 15:18:19, 587 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო

როგორც ჩანს ოპოზიციურ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების  საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე გამოიკვეთა, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად.

„როგორც ჩანს ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების  საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო. გუშინდელ მოლაპარაკებებზე გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. გუშინ მათი პარტიული ტელევიზიების ეთერებში ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics