|
2020-12-09 14:25:24, 532 ნახვა
პოლიტიკა
პროფესიული განათლების მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებები გაფორმდა
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადგილობრივი მისიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შეთანხმებების ფარგლებში, დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის საქართველო ჯამში მიიღებს 59.4 მილიონი ევროს (70 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) ოდენობის ფინანსური რესურსს, საიდანაც 42.4 მილიონი ევრო მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 16.9 მილიონი ევრო საინვესტიციო პროექტის განხორციელებას მოხმარდება. პროგრამის მიზანია, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას, პროფესიული სწავლების პროცესში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას. რაც შეეხება საინვესტიციო პროექტს - იგი ითვალისწინებს ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში მაღალი ხარისხისა და შესაბამისი მომზადების მისაღებად ორი პროფესიული ჰაბის შექმნას. ასევე, პროფესიული პროგრამების დანერგვას, დაახლოებით, 20 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, კარიერული სახელმძღვანელოსა და საკონსულტაციო სისტემის ჩამოყალიბებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კერძო მართვის პილოტირებას, ელექტრონული სწავლების დანერგვას, გარდა ამისა, დისტანციურ და შერეულ სწავლებას, ინფექციის საპრევენციო ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)