02:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 11:22:32, 564 ნახვა

საზოგადოება
კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება

გლდანში, კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ  აღნიშნა,  უხვი ნალექის დროს კეცხოველის და  მიმდებარე ქუჩების დატბორვის  მიზეზი  ამ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების არარსებობა იყო. 

მისივე თქმით, კეცხოველის ქუჩის სანიაღვრე სისტემის დაერთება ხიზანიშვილის ქუჩის ცენტრალურ სანიაღვრე სისტემაზე, საბოლოოდ მოაგვარებს უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს.

„სრულდება კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. თქვენ იცით, რომ ძლიერი წვიმების დროს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სანიაღვრე ქსელი და მთელი დატვირთვა მოდის ამ ორ ცენტრალურ ქუჩაზე - ხიზანიშვილზე და ვეკუაზე. გვაქვს პრობლემა, რომ არცერთ იმ ქუჩაზე, რომელიც უერთდება ვეკუა -ხიზანიშვილის ქუჩებს, არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და პირდაპირ გზაზე მოედინება ეს დაგროვილი წყლები. რა ხდება კორპუსების ეზოებში, ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ფოტოებზეც ჩანს, წვიმის დროს რამდენად მძიმე სურათია. შესაბამისად, გამგეობას დავალებული აქვს, რომ ყველა ეზოში მოეწყოს სანიაღვრეები და ასევე, მინდა, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს დავავალო,  სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ქსელი დაერთდეს ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ მილზე. ეს სამუშაოები რამდენიმე დღეში მთლიანად უნდა იყოს დასრულებული იმისთვის, რომ უხვი ნალექის მოსვლით გამოწვეული პრობლემები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics