16:31 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 17:03:37, 611 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება არ იგეგმება

განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა არ იგეგმება. 

„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირეთ და ეს არ შეიცვლება, განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს და ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათ არჩევანი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics