|
2020-12-07 15:48:27, 682 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა აკადემიას“ „განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა“ არაფორმალური განათლების აღიარების ოფიციალური უფლება მიანიჭა
„თეგეტა აკადემიას“ ოფიციალურად მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება, რაც საავტომობილო სფეროში მომუშავე ტექნიკური პერსონალის არაფორმალურად მიღებული განათლების, ცოდნის უნარების შემოწმებას და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემას გულისხმობს. საქართველოში ამ დრომდე არ ხდებოდა საავტომობილო ინდუსტრიაში მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება, 2019 წლიდან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა. საქართველოში ბევრი ავტომექანიკოსია, რომელსაც პროფესიის მიხედვით განათლებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. დარგში დასაქმებულებს უკვე შეეძლებათ მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საკუთარი გამოცდილების შესაბამისად არაფორმალური განათლების დადასტურება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი მოითხოვონ. „თეგეტა აკადემია“ 2017 წელს დაფუძნდა და ერთადერთი კერძო ავტორიზებული პროფესიული კოლეჯია საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც ახორციელებს დუალურ და მოდულურ პროფესიულ პროგრამებს მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)