|
2020-12-06 13:36:46, 467 ნახვა
საზოგადოება
„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“- მოვუწოდებთ მთავრობას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული შეზღუდვები დაასაბუთოს
მთავრობას მოვუწოდებთ მის მიერ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი შეზღუდვები ყველა მიმართულებით ინდივიდუალურად დაასაბუთოს, - ამის შესახებ “დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” განცხადებას ავრცელებს. ასევე განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ის შეზღუდვები, რომელის მთავრობამ დააწესა მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაზე. „კორონა ვირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში თანდათან გაამკაცრა შეზღუდვები. შეზღვუდვები შეეხება ცხოვრების არაერთ სფეროს და ბუნებრივად, მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაზე. ამასთან, გაჩნდა ამა თუ იმ შეზღუდვების საჭიროებასთან დაკაშვირებული არაერთი შეკითხვა საზოგადოებაში. მთავრობას არ წარმოუდგენია შეზღუდვების საჯარო დასაბუთება. ამასთან, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის შეზღუდვების შესახებ მიღებული მთავრობის დადგენილებათა განმარტებითი ბარათები, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს შეზღუდვათა დასაბუთება“, - ნათქვამია განცხადებაში. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, საუბრობს შეზღუდვების უარყოფით მხარეებზე, მაგალითად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დროის გარკვეულ მონაკვეთში ზრდის ადამიანების მომეტებული რაოდენობის თავმოყრის რისკს სასურსათო მაღაზიებში დროის დაშვებულ მონაკვეთში; პირბადის ტარების ვალდებულება მაგალითად პარკში ან სხვაგან, თუ იქ სხვა ადამიანები არ იმყოფებიან, ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ ქმნის და ჩნდება კითხვა შეზღუდვის საჭიროების შესახებ; და სხვა. „ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება დემოკრატიულ საზოგადოებაში გამართლებული, აუცილებელი და ამდენად, ლეგიტიმური მიზანია. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად ყველა შეზღუდვა უნდა იყოს აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული. შეზღუდვების ჩამონათვლაშია არაერთი იმგვარი შეზღუდვა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უამრავ კითხვას აჩენს მათ მიზანშეწონილობასა და უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის საჭიროებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დროის გარკვეულ მონაკვეთში ზრდის ადამიანების მომეტებული რაოდენობის თავმოყრის რისკს სასურსათო მაღაზიებში დროის დაშვებულ მონაკვეთში; პირბადის ტარების ვალდებულება მაგალითად პარკში ან სხვაგან, თუ იქ სხვა ადამიანები არ იმყოფებიან, ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ ქმნის და ჩნდება კითხვა შეზღუდვის საჭიროების შესახებ; და სხვა. შეზღუდვების საჭიროების შესახებ არასაკმარისად მოწოდებული ინფორმაცია საზოგადოების წევრების მხრიდან წინააღმდეგობას, და ამდენად, წესების დარღვევის მიდრეკილებას იწვევს, რაც თავისთავად საზოგადოების ჯანდაცვაზე ახდენს უარყოფით გავლენას. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან საჯარო კომუნიკაციის აუცილებლობას მის მიერ გატარებულ თითოეულ ღონისძიებაზე არა მხოლოდ ღია და გამჭვირვალე მმართველობის, არამედ, უშუალოდ ვირუსის პრევენციის დანიშნულებაც ენიჭება. საქართველოს მთავრობა დღეს არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და არ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი; შესაბამისად, მისი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში თვითნებობის რისკი ბევრად მაღალია. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით და თანმდევი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებით. ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, და მათ შორის, განსაკუთრებით საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე მთავრობის ფუნქციონირების პირობებში, მთავრობას მომეტებული ანგარიშვალდებულება და ღია კომუნიკაცია მოეთხოვება საზოგადოებასთან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა იღებს, მასქიმალურად გასაგები და ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის. მთავრობის პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან შექმნილ ვითარებაში შესაძლოა იყოს მისი თვითნებობის რისკის გარკვეული დოზით დაბალანსება. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა იღებს, უნდა იყოს დასაბუთებული და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი; დასაბუთების საჭიროება გადაწყვეტილების მართებულობასა და პროპორციულობას შეუწყობს ხელს. “დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” მთავრობას მოუწოდებს მის მიერ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი შეზღუდვები ყველა მიმართულებით ინდიდივუალურად დაასაბუთოს; ახსნას ყველა შეზღუდვის უშუალო კავშირი ვირუსის პრევენციასთან და გამოაქვეყნოს საჯაროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით - ინტერნეტის საშუალებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)