2020-12-05 16:43:22, 676 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციას საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს
„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს.
ვოლსკი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გაითვალისწინებს.
„მე ჩემი განწყობა მაქვს, ეს ხშირ შემთხვევაში არ არის ემოციური განწყობა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ოპონენტებს. პასუხისმგებლობა იმ განცხადებების წინაშე, რაც გააკეთეს ჩვენმა პარტნიორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ეს სერიოზული გამოწვევაც ჩვენი ოპონენტების წინაშე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,