|
2015-09-27 14:24:39, 2183 ნახვა
კომენტარი
პაატა ზაქარეიშვილი: ვიდრე ეს დღე გვახსოვს, გვაქვს განცდა, რომ სოხუმში დავბრუნდებით
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მან გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „მინდა, პატივი მივაგო სოხუმის აღების და საერთოდ, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას. მე იქ ვიყავი და ვხედავდი, როგორ წირავდნენ თავს ახალგაზრდები და ეს ძალიან ტრაგიკული დღეა. ვიხსენებთ ჩვენს გმირებს და მსურს, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დღეს არასოდეს დაივიწყებს. ვიდრე ჩვენ ეს დღე გვახსოვს, გვაქვს განცდა და განწყობა, რომ დავბრუნდებით სოხუმში და აფხაზები და ქართველები ერთად იცხოვრებენ ღირსეულად. დღეს ასევე, არის ჯვართამაღლება და ეს დღესასწაული გვაძლევს იმედს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც აფხაზი და ქართველი ხალხების ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე დაათვალიერა ფოტოგამოფენა „გზები და ხიდები გვაერთიანებს“, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეროვნული არქივის ორგანიზებით პარლამეტნის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წარმოდგენილ 50 ფოტოზე ასახულია აფხაზეთში მე-19-20 საუკუნის განმავლობაში ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად აშენებული გზები და ხიდები. „ამ ფოტოებზე ჩანს, რამდენი რამე შექმნეს ერთად ქართველებმა და აფხაზებმა. ეს კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს დღევანდელი გადასახედიდან - როცა დანარჩენ საქართველოში შენდება ხიდები, გზები, ქალაქები, მივდივართ ევროპისკენ, აფხაზეთი დანგრეულია და იქ პრაქტიკულად მასშტაბური არაფერი შენდება. ეს გამოფენა არის მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ რამდენის რამის მიღწევა შეიძლება ერთიანი ძალისხმევით“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)