|
2020-12-04 10:01:16, 486 ნახვა
პოლიტიკა
გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა
საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის 7 - წლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს. GSC index 2020-ის რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზე გავიდა, შეფასების ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. 2012 წელთან შედარებით საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ცნობისათვის GSC index 2013-ის მიხედვით, რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს 5 აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს (World Bank Indicator database, various UN agencies (UNDP, UNEP, UNICEF, FAO, WHO, WMO, www.data.un.org ), the International Monetary Fund (IMF), and other nongovernmental organizations (including Transparency International, Reporters without Borders, The New Economics Foundation, The Institute for Economics and Peace, The Fund For Peace, the Joint Global Change Research Institute). შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა. კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორული მაქსიმუმი 59.3 ქულა მოიპოვა , მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა და გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, სინგაპური საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და ა.შ. http://solability.com/solability/sustainability-publications/the-global-sustainable-competitiveness-index-2
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)