|
2020-12-03 12:29:15, 958 ნახვა
ეკონომიკა
ხვალიდან რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება იწყება
ხვალიდან რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება იწყება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რესტორნების სესხის პროცენტის დაფარვა 6 თვის განმავლობაში მოხდება. „დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას. როგორც ჩვენ გვქონდა აქამდე გაცხადებული რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. განაცხადების მიღება პრაქტიკულად ხვალ დაიწყება, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნე ინდუსტრია პირველ რიგში პანდემიიდან გამომდინარე არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. ხვალიდან დავიწყებთ ჩვენ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბანკებიდან განაცხადების მიღებას. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ აქტიურად მიაკითხონ თავის კრედიტორ ბანკებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესტორნები 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს ფაქტობრივად ვერ იგრძნობენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)