|
2020-12-02 15:27:03, 759 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მთავრობამ ორ კვარტალში 445 მლნ ლარი ვერ აითვისა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მთავრობამ ორ კვარტალში 445 მლნ ლარი ვერ აითვისა. კერძოდ, პირველ კვარტალში ჩამორჩენამ 1.3% (44.8 მლნ ლარი), ხოლო მეორე კვარტალში 10.4% (400.2 მლნ ლარი) შეადგინა. მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც. „პირველ კვარტალში გადასახდელების გეგმიდან ჩამორჩენა ძირითადად განპირობებულია „არაფინანსური აქტივების ზრდისა“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლების გეგმებიდან ჩამორჩენით, შესაბამისად, 3.0%-ითა (12.9 მლნ ლარით) და 24.5%-ით (15.3 მლნ ლარით); მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა გეგმიდან მნიშვნელოვან ჩამორჩენას გადასახდელების ყველა კომპონენტში. კერძოდ, „ხარჯების“ მუხლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 9.0%-ს (267.8 მლნ ლარი), „არაფინანსური აქტივების ზრდისა“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებისთვის კი შესაბამისად, 19.7%-სა (99.3 მლნ ლარი) და 17.7%-ს (18.6 მლნ ლარი) შეადგენს; მესამე კვარტლის გადასახდელებიდან ორი თვის მდგომარეობით ათვისებულია 59.1% (2.7 მლრდ ლარი), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია8 გეგმური მაჩვენებლის შესასრულებლად კვარტლის ბოლო თვეში (სექტემბერში) ასათვისებელი თანხა 1.9 მლრდ ლარს შეადგენს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)