00:38 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 12:55:07, 695 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან

„ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძე გმობს მსგავს ქმედებას.

„არ შემიძლია ეს ფაქტო დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც არის რთული ვითარება და ყველა ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში დღეს იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ არასწორია. მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებსა და შვილებს, ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი. ჩემს ოჯახს აქვს რთული დრო, გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამას და ახორციელებენ მორალურ ზეწოლას“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics