|
2020-12-01 13:43:23, 1045 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის მთავარი სპიკერები სტივ ბლანკი და გაი კავასაკი იქნებიან
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის მთავარი სპიკერები სტივ ბლანკი და გაი კავასაკი იქნებიან. სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია 2020 წლის 10-12 დეკემბერს ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება. სტივ ბლანკი თანამედროვე მეწარმეობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა. მას ეკუთვნის Lean Startup მოძრაობის შექმნა და მისივე ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო სტარტაპებისთვის „ოთხი ნაბიჯი შემეცნებამდე“. სტივ ბლანკი კითხულობს ლექციებს სტენფორდის, კოლუმბიის, ბერკლისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში. ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ გაი კავასაკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის 15-მდე ბესტსელერი წიგნის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე. სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)