|
2020-11-30 15:38:32, 1107 ნახვა
საზოგადოება
DRI 28 ნოემბრის აქციაზე - დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა, იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს. „სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, სპონტანური აქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გასაპროტესტებლად გაიმართა[1] და დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. აქცია თავდაპირველად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაუსაბუთებლად არ მისცეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე (რომელიც არ წარმოადგენს შენობის შემადგენელ ნაწილს) წარწერების გაკეთების უფლება. პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სავარაუდოდ გახდა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავების საფუძველი, ხოლო მისი დაკავებისას მეორე აქტივისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. არაკანონიერი მოთხოვნა, და, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა, არ წარმოშობს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს. აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. დაკავებული ორი აქტივისტის მიმართ კი დაიწყო წარმოება იმ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც არ დასტურდება ადგილზე მყოფი არც ერთი ნეიტრალური მოწმის მიერ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, მწვავე პრობლემად დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი, დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები.სასამართლოში, არაერთხელ ეჭვქვეშ დამდგარა მოწმე სამართალდამცავის მიერ დაკავებული დემონსტრანტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების უტყუარობა.[2] მნიშვნელოვანია აღნიშნული ხარვეზები არ განმეორდეს 28 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეებში. პრობლემას ამძაფრებს დაკავების პროცესში აქტივისტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, რასაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გახშირებული საჩივრების სრულყოფილად გამოძიებისათვის. აღნიშნული შემთხვევების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, იწვევს ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)