|
2020-11-27 18:20:40, 526 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს საბუთებს, რომელიც ილიჩოვასა და მელაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს საბუთებს, რომელიც ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისეთი ენით აუწერელი უსამართლობა, რაც ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული პირების მიმართ ხდება, ამ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც აღარ არის საბჭოთა კავშირი, ჩვენ რეალურად არ გვქონია. „ასეთი ენით აუწერელი უსამართლობა ამ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში აღარ არის საბჭოთა კავშირი, ჩვენ რეალურად არ გვქონია. მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ორი ადამიანი არის რაღაცა განყენებული პრობლემა, მაგრამ ეს არ არის განყენებული პრობლემა იმიტომ, რომ იცით ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რომ ხვალ ხელისუფლება თუ დასჭირდა, ნებისმიერი მოქალაქე ნებისმიერი ბრალდებით დააკავონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს რეალურად იმ საბუთებს, რომელიც ადასტურებს მათ უდანაშაულობას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს წავიდეს საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გზით“, - განაცხადა სამადაშვილმა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)