|
2020-11-26 16:12:17, 530 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია
მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, იმ სფეროებში, სადაც შეიზღუდა საქმიანობა მთავრობა დასაქმებულებს 300 ლარიან კომპენსაციას გადაუხდის. „ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადასახადის გადამხდელმა პირებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ - იქნება ეს ღია თუ დახურული ტიპის ბაზრობებზე, სხავადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა თუ რესტორანში დასაქმებული ადამიანები. შემოსავლების სამსახურის ბაზებით ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გადამხდელებს, რომ რაც შეიძლება მარტივად მოხდეს ამ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისად, დროულად დაიწყოს ამ თანხების გადახდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას - მაქსიმალურად სწრაფად და ზუსტად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. დეტალები იქნება გაწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ მის ტექნიკურ ნაწილს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)