|
2020-11-26 15:50:15, 622 ნახვა
კომენტარი
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები კვლავ წერტილოვანია და არ გამოცხადებულა „ლოქდაუნი“
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი შეზღუდვები კვლავ წერტილოვანია და არ გამოცხადებულა „ლოქდაუნი“. მინისტრის თქმით, „ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები“. „შეზღუდვები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ამაზე საუბარი გვქონდა ამ დღეებში ბიზნესთან, არის კვლავაც არასაყოველთაო, ეს არ არის ე.წ ლოკდაუნი. ეს შეზღუდვები არის ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. ასევე, ეს არის არასაყოველთაო, არამედ სექტორული, რადგან კონკრეტულ სექტორებზე იქნება მიმართული, რომელიც ტრადიციულად არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპაში, სხვა ქვეყნებში აგენერირებს უფრო მეტ მობილობას. ეს არის ძირითადად არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები, რესტორნები და ზამთრის კურორტები. ასევე, მნიშვნელოვანია, მიაქციოთ ყურადღება, რომ შეზღუდული ეკონომიკის სექტორები, შეზღუდული ბიზნესები არასრულად ჩერდება, გამონაკლისია მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტი, არამედ გადადის საქმიანობის სხვა ფორმაზე. მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. ესეც მნიშვნელოვანია. იგივე ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინვაჭრობაზე და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად,არიან მომზადებულები. საბითუმო ვაჭრობა გრძელდება, გრძელდება სხვა სამეწარმეო საქმიანობა. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები არის კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი“, – განაცხადა თურნავამ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)