02:27 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 23:19:43, 614 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე შეზღუდვებზე - ადამიანები მწერენ, არ იციან რა აჭამონ შვილებს, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება

„ადამიანები მწერენ, არ იციან რა აჭამონ შვილებს, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვები ზაფხულში იმიტომ მოიხსნა, რომ ადამიანებს არ ეშიმშილა.

„თქვენ რომ გენახათ ჩემს ტელეფონში რა ხდებოდა, რეებს მწერდნენ ადამიანები.

ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შეზღუდვების დროს დაკარგეს შემოსავალი. ფოტოგრაფები რეებს მწერდნენ, რომ არ იციან ბავშვებს რა აჭამონ.

ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ და ყოველდღიური გამომუშავებით არიან, ეს ადვილი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ გაიხსნა ქვეყანა ზაფხულში, რომ რაღაცნაირად ხალხს ამოესუნთქა, შიმშილი არ ყოფილიყო და ადამიანებს ჰქონოდათ მუშაობის შესაძლებლობა“, - განაცხდა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics