20:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 18:36:45, 670 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს

ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ის, რომ არჩევნები გაყალბდა ტყუილია, რასაც მოწმობს ოპოზიციის უარი მმართველი გუნდის შეთავაზებაზე, გახსნილიყო მათთვის სასურველი 1 500 საარჩევო უბანი და გადათვლილიყო ხმები.

„მოლაპარაკებები გრძელდება, უნდა დაიგეგმოს მორიგი შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, თუ როდის იქნება გამიჭირდება კონკრეტული თარიღის თქმა, თუმცა რაც შეეხება არჩევნებს, ხელხალი ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამ დროის განმავლობაში ოპოზიციისგან ვისმენდით, რომ იყო გაყალბებები, ხარვეზები გარკვეულ უბნებზე, რაც იყო დიდი ტყუილი და ამის დასტურია ის, რომ ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ 1 500-მდე უბანი, რომელსაც ისინი იტყოდნენ გაგვეხსნა და გადაგვეთვალა ეს უბნები, რომ ისინიც და ყველა, ვისაც კითხვის ნიშნები ჰქონდა დარწმუნებულიყვნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა მათ ეს არ ისურვეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics