|
2015-01-29 13:57:47, 1324 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი საარქივო საქმის სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საარქივო საქმის სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს. კურსი 16-20 თებერვალს ჩატარდება. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელსაც საშუალება ექნება გაეცნოს საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მათივე ცნობით, კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საარქივო საქმის სპეციალობით და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი. „სწავლება 10 აკადემიურ საათს მოიცავს. ეროვნული არქივის სპეციალისტები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; საქმეთა ნომენკლატურა და მისი სახეობები; დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები; დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი; არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება; არქივის დოკუმენტების გამოყენება - სოციალურ სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება; ეროვნული საარქივო ფონდი. სასწავლო კურსი ჩატარდება ეროვნული არქივის შენობაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1), 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე. მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 თებერვლის ჩათვლით“, - ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://www.archives.gov.ge/ge/training
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)