|
2020-11-25 10:56:54, 524 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტად, რაც დღეს ქალაქს სჭირდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა. „ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ყველა ხედავს, რამდენი სკვერი თუ გზაგამყოფი მოეწყო, რამდენი პარკი რეაბილიტირდა. სადაც შესაძლებელია, ყველაფერს ვამწვანებთ. ყველაზე მეტად, რაც დღეს ჩვენს ქალაქს სჭირდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა, მოწესრიგება და განახლება. დღეს კიდევ ერთ პროექტს წარმოდგიდგენთ - გარემოს დაცვის საალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყო. პარკში სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლების დიდი სურვილი იყო. „ჩვენ რასაც მოსახლეობას ვპირდებით, იმას ვასრულებთ. შეიძლება, დღეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ შეგვეძლოს, მაგრამ ამის თქმის არ გვერიდება და ეს სწორი დამოკიდებულებაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ ვერ აკეთებ კონკრეტულ რამეს და მას როდის გააკეთებ. ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. უკვე სამი წელია, რაც დედაქალაქის მთავრობაში ვართ. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რასაც მოგვარება სჭირდება. გუნდს, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის სახით წარმოვადგენთ, დიდი ენთუზიაზმი აქვს და მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა კი, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ტრანსპორტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)