|
2020-11-25 10:33:29, 583 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაავალა
თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას ავალებს, დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განახორციელონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში მსგავსი ფაქტები გახშირდა, რასაც მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვება. „ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცების ფაქტები ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მსგავსმა ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო და უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, რომ დღეიდანვე დაიწყონ ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაფრთხილება გაქვთ მოსახლეობისთვის მიცემილი, რომ იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თავადვე განახორციელონ, რომელსაც ისინი აშენებენ. თუ ეს ვერ მოხდება, შეგიძლიათ, მიხვიდეთ და ამ ყველაფერს დემონტაჟი თქვენვე გაუკეთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება. „კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება. ეს არც ჩემია, არც თქვენი. ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! დღესვე დაიწყეთ ქმედება. შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მინისტრთან კონსულტაციები მქონდა და ყველანაირად გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რომ დედაქალაქში ეს უმსგავსობა დამავთავროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)