02:29 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 17:16:16, 647 ნახვა

რეგიონი
ქალაქ კასპში მ. კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები გრძელდება

ქალაქ კასპში გრძელდება მ. კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია - მოასფალტების სამუშაოები.

გზის სამუშაოებს, რომლის სიგრძე  850 გრძივი მეტრია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთი ათეული წლებია ისეა ამორტიზირებული, რომ გადაადგილებისთვის დისკომფორტის და საფთხის შემცველი იყო. პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მეორე ეტაპი კი 2021 წლის მარტში.

გზის სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 336 001 ლარით ფინანსდება. გზის საგარანტიო ვადა 2 წელია  ხარისხის შემოწმებას კი  მერიის მიერ დაქირავებული ინსპექტირების ორგანო ახორციელებს.

კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს არა მარტო კომფორტულ გადაადგილებას, არამედ ქალაქში შემოსასვლელი დ. აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვასაც.

#საგზაოინფრასტრუქურა2020

გაიგერაკეთდებაშენსქალაქში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics