03:24 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 18:24:45, 826 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი თამაზ ლომიძე - თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი

„თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი“, - ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგან.

„უკვირს ხალხს, წელს პატრიარქმა მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცაო. ბევრი გაშმაგებული ლანძღავს ქუთაისის მიტროპოლიტ იოანეს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთო, რომ გვარიგებს.

თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არასოდეს, არც ერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას.

ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება.

თუ ეკლესიის მსახურები და ასევე პოლიტიკოსები ვერ შევიგნებთ ამას, მოვა დრო და თვითონ ცხოვრება და საზოგადოება მიგვიჩენს ჩვენს ადგილს და ეს უფრო მტკივნეული იქნება“, - წერს დეკანოზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics