|
2015-01-29 13:46:54, 1792 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: "ნაციონალები" საფრთხეს თავის თავს უქმნიან
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამ განცხადებით სუბარი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. თუმცა, სუბარის თქმით, ისინი საფრთხეს მხოლოდ საკუთარ თავს უქმნიან. "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს, არამედ ის რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ,ეს იყო დატერორება საკუთარი მოსახლეობის, რაც სხვათაშორის ტერორისტულ აქტებში გამოიხატებოდა. იმედში შეჭრას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ, თუ არა მედიის თავისუფლების, დემოკრატიული პროცესების, ქვეყნის ინტერესების, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტს. ასეთი ათეულობით ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია, თუ გავიხსენებთ "ნავთლუღის სპეცოპერაციას", როდესაც სამგორში უდანაშაულო ბიჭები დახვრიტეს. ასევე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს. ახლა, არაფერი საშიში არ არის, "ნაციონალური მოძრაობა" საფრთხეს თავის თავს უქმნის. მაგრამ, რასაც ისინი სცდილობენ, ეს არის ის, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენონ",- აღნიშნა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)